აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები და არჩილ თალაკვაძე არიან

502

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში იმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

შეხვედრას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად “ქართული ოცნებიდან”, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრება. როგორც ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, შეხვედრაზე არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები არიან მისული.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ისინი არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრებენ. ამასთან, ოპოზიციის ლიდერები არ ამბობენ, ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილის ამბობს, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის და ამაზე უარი არასდროს უთქვამთ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დასათმობი არავის არაფერი აქვს.

განცხადება დილოგის საჭიროებაზე გააკეთეს “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პრემიერმინიტრმა.

“დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მან პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედი ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს.

უფრო ადრე კი კალაძემ “ფეისბუქში” მიმართავა გაავრცელა, სადაც ოპოზიციას მოწოდა, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადაიტანონ და საერთაშორისო პარტნიორებიც ჩართონ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგის წინააღმდეგნი არ არიან.