რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასრულების შემდეგ დარჩენილი თანხა (წარმოქმნილი ეკონომია) წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით, საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენას მოხმარდება.
კერძოდ, უწყების განცხადებით, დაგეგმილია მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის, კურორტ სქურთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის, ქალაქ წალენჯიხის გარე განათების მოწყობის და საგზაო ნიშნების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვა.
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები 2021 წელს განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობისთვის არსებული პირობების გაუმჯობესებას”,-აღნიშნავენ სამინისტროში.