პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სახდელის დადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

358

წინა სტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სახდელის დადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, თუმცა, ამ ეტაპზე, საათი განსაზღვრული არ არის.

ცნობისთვის, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი გუშინ, 9 ნოემბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე ნაჭერი შეშის მიტანას ცდილობდნენ თბილისის პარლამენტის შენობამდე, თავისუფლების მოედნის ტერიტრიაზე დააკავეს და ეს იქამდე ვიდრე გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდებოდა.