“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ისინი 22:00 საათის შემდეგ აქტვისტებთან ერთად პარლამენტთან იქნებიან.
როგორც ხოშტარიამ “ლელოს” ოფისთან ფორმულას განუცხადა, მოქალაქეებს არჩევნები მოპარეს და ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.
“10 საათის შემდეგ აუცილებლად იქ ვიქნებით, აქტივისტებთან ერთად. ეს არ არის რომელიმე ერთი ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიების პრობლემა, ახლა რაც ხდება, ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, მოქალაქეებს მოპარეს არჩევნები, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა პოლიტიკურ პოზიციაზეა, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ”, – განაცხადა ხოშტარიამ.
ამ დროისთვის “ლელოს” ოფისში ოპოზიცისაა და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ 18:00 საათზე დაიწყება, 22:00 საათიდან კი, მთავრობის მიერ აკრძალულ საათებში, “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.