ფოთში, საქალაქო სასამართლოსთან ”ნაციონალური მოძრაობის“ და “ლელოს” მხარდამჭერები აქციას მართავენ

972

წინა სტატია

ფოთში საქალაქო სასამართლოსთან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ლელო საქართველოსთვის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი საჩივრები განუხილველი დატოვა, რის გამოც სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. მათივე თქმით, აღნიშნულ სარჩელს სასამართლო დღეს განიხილავს.

შეკრებილებმა სასამართლოში მისულ #70 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ,,სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. მათ შენობაში შესვლა ხმაურის ფონზე მოუწიათ.

„ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებას. გაყალბება არ იყო ეს, ეს იყო სასწაული ოპერაცია , რასაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. კანონის არცერთი პარამეტრი არ იყო დაცული. ძალიან ბევრი საჩივარი გვაქვს დაწერილი , რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა საერთოდ. მოსამათლეს მოვუწოდებთ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება“- განაცხადა ,,ნაცმოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.