გამყრელიძე: მთავარი გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ უფრო მაღალია ადამიანის სიცოცხლის უფლება, უნდა დავაბალანსოთ

393

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მთავარი უფლება ადამიანისთვის გამოხატვის თავისუფლებაა, თუმცა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება მაინც უფრო მაღლა დგას.

“ჩემი ამოსავალი წერტილი გახლავთ დეკლარაცია ადამიანის უფლებების შესახებ. ერთ-ერთი მთავარი უფლება არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გამოხატვას არავინ არავის არ და ვერ აუკრძალავს, მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ, რომ ჩვენი შეკრება, ჩვენი მიტინგი, არ იქნეს ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ”, — განაცხადა გამყრელიძემ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპიზიცია არ აღიარებს და ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავს. პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი უკვე თქვეს. დიდი აქციაა დაგეგმილი კვირას, 8 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.