კაპანაძე: ორი ტიპის პრობლემაზეა საუბარი, ე.წ. ბიძინას კარუსელი და ჩაყრილი ბიულეტენები – გამოვლენილი დარღვევების გავლენა დრამატული იყო

386

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გამარტავენ, რა განსხვავებაა წლევანდელ და გასულ – 2012 და 2016 წლის არჩევნებზე მათ მიერ აღმოჩენილ დარღვევებს შორის და რამდენად დიდია წლევანდელი დარღვევების ეფექტი საბოლოო შედეგზე.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს გამოვლენილი დარღვევების გავლენა დრამატული იყო, რამაც შეცვალა ბალანსი და შესაბამისად, მოახდინა გავლენა იმაზე, თუ ვინ მიიღო ხალხისგან მანდატი ქვეყნის მართვისთვის.

„ორი ტიპის პრობლემაზეა საუბარი. პირველი ეს არის ე.წ. ბიძინას კარუსელი, მეორე ეს არის ჩაყრილი ბიულეტენები, როდესაც ხდება დამატება ბიულეტენების მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მაგალითად, უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო რიცხვები, 2012 და 2016 წლების არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი, ცარიელი კონვერტების რაოდენობა, რაც მიუთითებს “კარუსელების” არსებობას, 300%-ით, 3-ჯერაა გაზრდილი. წინა არჩევნებთან შედარებით დრამატული სხვაობაა. ასევე, ეფექტი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო ამ „კარუსლების“ გამო, ასევე დრამატულადაა გაზრდილი. საშუალოდ 210 ათასი ხმა იყო, ჩვენი დასკვნით, გაკონტროლებული ამ არჩევენებზე. უბნების რაოდნობაც, სადაც მოხდა ასეთი ტიპის „კარუსელების“ ამოქმედება, გაზრდილია. ზუსტად იგივენაირად შეგვიძლია შევხედოთ ცარიელ ბიულეტენებს, ზედმეტი ბიულეტენი სადაც იყო ჩაყრილი, 2016 წელს იყო 49 უბანი. ახლა არის თითქმის 5-ჯერ მეტი ანუ 209 უბანი. თუ იმ 49 უბანზე მხოლოდ 28 ათასი ამომრჩეველი იყო წინა არჩევნებზე, ხოლო 2012 წელს 12 ათასი, ახლა იყო 113 ათასი ამომრჩეველი“,- განაცხადა კაპანაძემ.