სუს-ში ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს ექვსი მოწმის გამოკითხვა იგეგმება

334

წინა სტატია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს ექვსი მოწმის გამოკითხვა იგეგმება. მოწმეები უწყებაში 14:00 საათიდან არიან დაბარებულები.

მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძიება 2020 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

სუს-ის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა. უწყებაში დღეს სწორედ აღნიშნული სიის წევრების გამოკითხვა იგეგმება.