გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, საარჩევნო ბლოკი ენმ -“ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლები, სასამართლოში ასაჩივრებენ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან გვაცნობეს.
მათი ცნობით, საოლქო კომისიამ, 5 საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიღო.
31 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს ენმ-ს მიერ სულ 5 საჩივარი დაიწერა. აქედან საოლქო კომისიამ არც ერთი განიხილა. საჩივრები ეხებოდა 53 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების
გაუქმებას და ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნას, ასევე არასწორად შედგენილ შემაჯამებელ ოქმებზხე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დაჯარიმებას.
“საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განუხილველობის მიზეზად დასახელდა საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანა, რაც ჩვენი აზრით სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან კანონის მიხედვით, საჩივრის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს. ვიყენებთ კანონის მიხედვით მონიჭებულ უფლებას და შეგვაქვს სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოში,” – ამბობს “ნაცმორაობის” წარმომადგენელი.