პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალური ქსელით ავრცელებს.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, ინფიცირების გამო 8 ნოემბერს, თბილისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.