გასაჩივრების წესის დარღვევის გამო, გორის საოლქო კომისიამ ენმ-ის 5 საჩივარი განუხილველი დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის საჩივრები იმ პირმა შეიტანა, რომელიც არაუფლებამოსილი პირი იყო.
ენმ-ის საჩივრები ეხებოდა შემაჯემებელ ოქმებს, სადაც ციფრები გადასწორებულია, ხოლო რიცხვებს შორის ბალანსი არ დგება.
ასე მაგალითად, ზერტის ერთ-ერთ უბანზე გადასწორებულია ,,პატრიოტთა ალიანსის” ხმები, ხოლო მიღებულ ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა სიაში ხელმომწერთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.
რაც შეეხება სხვა საჩივრებს, 4 ნოემბერს, გორის საოლქო კომისიამ ,,სამართლიანი არჩევნებისა” და საია-ს 13 საჩივარი განიხილა. ეს საჩივრები 9 უბანზე შედგენილ შემაჯემებელი ოქმების სისწორეს ეხებოდა.
საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, 7 უბნის თავმჯდომარესა და მდივანს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა, ხოლო ორ უბანზე ხმები ხელახლა გადაითვალეს.
დღეს საოლქო კომისია “ლელოს” იურისტის საჩივარს განიხილავს. “ლელო” 39 უბნის შედეგების გაუქმებას და ხელახლა გადათვლას ითხ