“ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებს

653

პარტია “ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებს.

“პარტია “ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” იყო რეალურად პირველი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ, ბოიკოტი გამოუცხადა 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, უარი განაცხადა მანდატებზე, მედიების მეშვეობით გაასაჯაროვა ეს ინფორმაცია და მოუწოდა მთელს ოპოზიციურ სპექტრს, რომ გაეზიარებინათ “მოქალაქეების” ეს პოზიცია.

მოხარული ვართ, რომ ოპოზიციური ძალები გავერთიანდით ამ იდეის გარშემო და მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “მოქალაქეები” ავრცელებს.

დღესვე, ჯერ პარტია “ევროპულმა საქართველომ” განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში. შემდეგ პარტია “ლელომ” განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტია ლელომ. მათი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები. ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა პარტია “გირჩმაც“.

ჯერ კიდევ 1 ნოემბერს პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ უარი უნდა თქვას საპარლამენტო მანდატებზე, რათა ავტომატურად რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.