მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ “ოცნების” წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს შანტაჟითა და მუქარით გაყალბებულ ოქმებზე ხელის მოწერას აიძულებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
“ნაციონალური მოძრაობისა” და “ოცნების” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუიპირისპირდნენ.
“ყველა უბანზე ჩაყარეს ბიულეტინები მოსაგებად, შედეგად ოქმების ბალანსი არ დგება, დღეს აპირებენ შესწორება გააკეთონ სადაც წააგეს, ჩვენ წარმომადგენლებს მუქარით შანტაჟით და ზეწოლით ურეკავენ რომ – “რას გიზამთ თუ არ მოხვალთ იმისათვის რომ ხელახლა შევქმნათ ოქმი”, ამბობს “ენმ”-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი.
მარნეულში ენმ-ს წარმომადგენლების თქმით, “ოცნებამ” ერთ-ერთ უბანზე 200 ხმა მიიმატა, ხოლო ერთერთი უბნის ოქმის შედეგი ამ დრომდე არ არის.
გარდა ამისა, მარნეულში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ერთი და იგივე ადამიანმა ხმა რამდენჯერმე მისცა, ისე რომ უბნიდან არც გასულა.