ცაიშში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

702

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ კურორტის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნულ სოფელში დილიდან დაიწყო.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 204 400 ლარია.

წყარო: smoge.org