ცესკო-ს შენობასთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ხმაურია

273

ცესკოს შენობასთან ხმაურია. ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა.

საპატრულო პოლიციის წევრები ცესკოს შენობასთან მყოფ პირებს ცესკოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოყვა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს და შესაბამის განცხადებებს გააკეთებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიების, “ნაციონალური მოძრაობისა” და ” ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ცესკოში გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ცესკომ მონაცემები გააყალბა და ის არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას.