ზაურ დარგალი: მინდა “ნაციონალურ მოძრაობას” მივმართო, ნუ გაბედავენ პროვოკაციებს, არაფერი გამოუვათ

450

მარნეულში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ხმა 85-ე საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც დარგალი განმარტავს, “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

„ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, საქართველოს გაძლიერებას, წინსვლას, მე დღეს ხმა მივეცი საქართველოში ყველა დემოკრატიული ღირებულების განვითარებას და უფრო გაძლიერებას. ჩვენ დღეს მარნეულში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, ისევე როგორც მთელ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, მარნეულელი და გარდაბნელი ამომრჩევლები სწორ არჩევანს გააკეთებენ.

აქტიურობა როგორც ხედავთ, ნორმალურია, პროცესი მიდის, რამდენიმე პროვოკაცია იყო, მაგრამ მინდა “ნაციონალურ მოძრაობას” მივმართო, ნუ გაბედავენ და ნუ დაგეგმავენ პროვოკაციებს სხვადასხვა უბნებზე, არაფერი გამოუვათ. თქვენც კარგად იცით, რომ ეს არჩევნები წაგებული გაქვთ”, – განაცხადა დარგალმა.