სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბენარის N4-ე საარჩევნო უბანზე, დამკვირვებლების მითითების მიუხედავად, ამომრჩევლები კაბინიდან დაუკეცავი ბიულეტინებით გამოდიან. ამავე უბანზე ხმა მისცა ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ, შემდეგ კი “მწვანე დედამიწის” დამკვირვებლად დარეგისტრირდა.
იგივე სიტუციაა სოფელ არლის N3-ე საარჩევნო უბანზე. ასევე, არ არის დაცული დისტანცია.
“ეს ნიშნავს, რომ სხვებს აჩვენებთ, ვის აძლევთ ხმას”, – აცხადებს ერთ-ერთი დამკვირვებელი.