წყალტუბოს საუბნო საარჩევნო ოლქებზე ცენტრალურმა კომისიამ იმაზე მეტი ბიულეტენი გააგზავნა, ვიდრე რეგისტრირებული ამომრჩეველია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჩვრით კომისიას უკვე მიმართეს, თუმცა ცესკო მას ორ დღეში, არჩევნების დასრულების შემდეგ განიხილავს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
“გაიცა ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. გაურკვეველია 100%-ზე მეტი ამომრჩეველი საიდან მოყავთ, ან რისთვის სჭირდებათ ზედმეტი ბიულეტენები. ყველა არჩევნებში ჩართულმა პირმა იცის, რომ ერთი ზედმეტი ბიულეტენიც კი არჩევნებზე არის პრობლემა,” – ამბობს მარინა შალამბერიძე, წყალტუბოს 53-ე რაიონული ოლქის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 – თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.