ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვება, რაც სკოლებში ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებას შეუწყობს ხელს. მზის ელექტროსადგურები უკვე დაამონტაჟეს ორ საჯარო სკოლაში.
მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიტვური კომპანია შპს Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავებული პროექტით შემუშავდა და ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.
ბათუმის 13 საჯარო სკოლაში მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 333 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება.