აქციის გამართვის შემდეგ მარნეულის სოფელ ულაშლოში გარეგანათების გაკეთება დაიწყეს

579

27 ოქტომბერს, სოფელ ულაშლოში გარეგანათების მოწყობისათვის აქცია გაიმართა. სოფლის ერთ ნაწილში განათება გაყვანილია, მოსახლეობამ კი აქცია სოფლის დარჩენილ ნაწილზე განათების გაყვანის მოთხოვნით აქცია გამართა. რადიო „მარნეულის“ მიერ აქციის გაშუქების შემდგომ ადგილზე მარნეულის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი თაჰირ რუსტამოვი მივიდა და მოსახლეობას უთხრა, რომ დღეს სოფელის დარჩენილ ნაწილში გარე განათებას გაიყვანდნენ.

„პირველ რიგში 24 პლაფონი იყო და მეორე მხარეს გავაკეთეთ, აქ დარჩა. მივედი და ვერ გავაგებინე, რომ ასეთია სიტუაცია. ახალი პროექტი დავიწყეთ. ახლა რიგ-რიგობით სამუშაოები მიმდინარეობს. საღამოს განათება იქნება“, – განაცხადა თაჰირ რუსტამოვმა.

ულაშლოს მოსახლეობამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თაჰირ რუსტამოვი მათ დაემუქრა, რომ თუ მხარს „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერდნენ, გარეგანათებას არ გაიყვანდნენ. რუსტამოვმა აღნიშული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისა უარყო.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სოფელ ულაშლოში გარეგანათების გაყვანის სამუშაოები უკვე დაიწყო.