ზუგდიდის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემია შენდება

751

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა  მიმდინარეობს.

„საქართველოს ფეხბრუთის ფედერაციის მხარდაჭერით, სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ის ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბავშვისთვის ეს იქნება მოტივაცია, ჩაერთონ ფეხბურთში და ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ. რუხის საფეხბურთო აკადემია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მისი განხორციელება პრიორიტეტულია”, -აღნიშნა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა.

„პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აშენებს და სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.