აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს

1202

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს. როგორც გიორგი კირთაძე აცხადებს, იგი თვითიზოლაციაში გადადის, რადგან მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მე არ მაქვს კორონავირუსი, ტესტის შედეგი უარყოფითია, მაგრამ რადგან მეუღლეს აქვს, არსებული პროტოკოლის შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში.

აქტიურად ვიყავი ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ყოველთვის ვიცავდი პროტოკოლით გათვალისწინებულ წესებს.

დროებით შევწყვიტე წინასაარჩევნო კამპანია და დავბრუნდები იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ”,- აცხადებს გიორგი კირთაძე.