ოპოზიცია თვითიზოლაციაში გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შესახებ ცესკოს დადგენილებას ასაჩივრებს

354

წინა სტატია

ოპოზიცია ცესკოს 45-ე დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებში სტაციონარში და თვითიზოლაციაში მყოფი პირები ხმას გადასატანი ყუთების მეშვეობით მისცემენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

“ეს არის არაკონტროლირებადი სქემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და თქვას, იზოლაციაშია, ახველებს, ან სიცხე აქვს და მოითხოვოს ყუთის მიტანა, რაც იძლევა საშუალებას მანიპულაციების, რაც ყოვლად მიუღებელია. აქედან გამომდინარე შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება 45-ე დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების”- ამბობს პარტია “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

პროცესი დღეს 11:40-ზე საქალაქო სასამართლოში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილებით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებს გადასატაი ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიუტანენ.