ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა, – ამის შესახებ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ.
ამასთან, მათივე ცნობით, ზუგდიდში 55 ქუჩის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. წლის ბოლომდე კი 70-ზე მეტი ქუჩა მოწესრიგდება.
„სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. უკვე დასრულდა ბერიას და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის, ისე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.