ბორჯომის ცენტრში, მესხეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საყრდენი კედლის იერსახე მოწესრიგდება. გაკეთდება შუშის ღობე, ტერიტორია გამწვანდება და დამონტაჟდება გარე-განათება. საყრდენი კედლის მიმდებარედ განთავსდება სკამები, ტერიტორიაზე მოეწყობა კომფორტული ავტობუსის მოსაცდელი.