“ნაცმოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ხულოში მათ პლაკატებს აზიანებენ

351

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას პლაკატების და ბილბორდების დაზიანებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გია აბულაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალები დაზიანებულია ხულოს რამდენიმე სოფელში, დაბა შუახევსა და სოფლებში, ასევე ქედაში. ბილბორდები კი ჩამოხიეს 6 ლოკაციაზე.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოუწოდებს ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს რეაგირება მოახდინონ ფაქტებზე. ასევე სადამკვირვებლო ორგანოებმა გააქტიურონ მონიტორინგი ამ მიმართულებით.