მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი და აპარატის სპეციალისტი (ხელშეკრულებით აყვანილი), თვითიზოლაციაში არიან. ორივე მათგანი მას შემდეგ გავიდა თვითიზოლაციაში, რაც მათ ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის, ნინო ბერიძის თქმით, ორივე პირი, საკრებულოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციამდეც არ გამოცხადებულა.