“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” შვიდი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები შეისწავლა

573

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულობებზე კვლევა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ცნობით, ამჯერად კვლევა ეხება იმ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრის უახლეს გამოკითხვებში 1%-ზე მეტი რეიტინგი აჩვენეს. ეს პარტიებია:

  • „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“

  • „სტრატეგია აღმაშენებელი“

  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“

  • „ლელო საქართველოსთვის“

  • „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“

ანალოგიური კვლევები „ქართული ოცნებისა“ და საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულებზე.

ჩვენ შევისწავლეთ მაჟორიტარი კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის

პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.

  • პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 7 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები დაკავშირებულნი არიან ჯამში 15 კომპანიასთან.
  • 16-მა  კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა 2017-2020 წლებში „ევროპულ საქართველოს“ ჯამში 466,818 ლარი შესწირეს. პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია გიგა ბოკერია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) – 147,900 ლარი. მას მოსდევენ აკაკი ბობოხიძე – 78,145 ლარი და ლევან თარხნიშვილი – 45,746 ლარი.
  • 14 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) წარსულში სხვა საარჩევნო სუბიექტის შემომწირველიც იყო. მაგალითად, 12 კანდიდატს 224,132 ლარი აქვს შეწირული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
  • 4 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს 2011-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 798,222 ლარი აქვთ მიღებული.  ეს კანდიდატები არიან: გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ტარიელ ნაკაიძე და ლევან თარხნიშვილი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა მისი ბიზნესკავშირები.
  • მხოლოდ 1 კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.

სტრატეგია აღმაშენებელი

პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“ დასახელებული ჰყავს ორი მაჟორიტარი კანდიდატი. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან და საკუთარ პარტიას ჯამში 194,500 ლარი შესწირეს (ოჯახის წევრების შემოწირულობების ჩათვლით)

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი 29 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (1-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს კანდიდატები ჯამში დაკავშირებულნი არიან 24 კომპანიასთან (აქედან 5 ინდივიდუალური მეწარმეა).
  • 9 კანდიდატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ჯამში 362,530 ლარი შესწირა. ამ თანხის უმეტესობა (287,000 ლარი) პარტიას 5-მა კანდიდატმა შესწირა დროის მოკლე შუალედში: 2020 წლის 4-21 სექტემბერს.
  • 3 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან  2013-2020 წლებში 67,172 ლარი მიიღეს.  ეს კანდიდატები არიან: სოსლან გარსევანიშვილი, არჩილ ბენიძე და ერეკლე საღლიანი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ირმა ინაშვილმა მის კომპანიებში არსებული წილების მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა.
  • 11 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.  ეს კანდიდატები არიან: არტაშეს ჰაკობიანი, გიორგი კასრაძე, გურამ ნიკოლეიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ელიზბარ (ელიბო) პატურაშვილი, თეიმურაზ ფაჩულია, იოსებ პარწიკანაშვილი, მალხაზ თოფურია, მახირ იუსუბოვი, მერაბ ჭიქაშვილი, ნონა ასათიანი.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი 10 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 3 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი დაკავშირებულნი არიან სულ 4 კომპანიასთან.
  • 7-მა  კანდიდატმა 2014-2020 წლებში „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ ჯამში 41,845 ლარი შესწირეს.
  • 3 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა. ესენი არიან: შალვა ნათელაშვილი, თემურ წიკლაური და სამსონ გუგავა.

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები

პოლიტიკურ პარტიას „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ მაჟორიტარი დეპუტატობის 8 კანდიდატი ჰყავს დასახელებული. სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული არ არის 6 კანდიდატი: ალექსანდრე ელისაშვილი (საბურთალო), გენრი დოლიძე (ბათუმი), ინდიკო ბერძენაძე (სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი), ოთო ქერქაძე (ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური), დავით გიორგაძე (ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი) და გიორგი გაბაიძე (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო).

დანარჩენი ორი კანდიდატი დაკავშირებულია სულ 4 კომპანიასთან და საკუთარი პარტიისთვის შეწირული აქვს 40,000 ლარი:

ლელო საქართველოსთვის

  • პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი 28 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 14 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ეს 14 კანდიდატი ჯამში დაკავშირებულია 73 კომპანიასთან.
  • 6-მა  კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნეს პარტნიორებმა 2019-2020 წლებში „საზოგადოებრივ მოძრაობა ლელოს“ და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ჯამში 419,950 ლარი შესწირეს. პირადად ყველაზე მსხვილი შემოწირულობა  გაიღო საბა ბუაძემ – 60,000 ლარი. პირადი შემოწირულობა არ გაუღია ბადრი ჯაფარიძეს, თუმცა მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ლელოს“ 311,000 ლარი შესწირეს. დანარჩენი შემომწირველები არიან: ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაზე, მალხაზ ვახტანგაშვილი და გიგლა მიქაუტაძე.
  • 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვების გზით 1,156,881 ლარის საბიუჯეტო თანხები და 3,033,996 ლარის საერთაშორისო დონორის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები მიიღეს. ეს კანდიდატები არიან: ლევან კობერიძე, ბადრი ჯაფარიძე, სოსო ლიპარტელიანი, ირაკლი ტალახაძე, თორნიკე ართქმელაძე, კახა კოჟორიძე და ანა ბიბილაშვილი.
  • 1 კანდიდატის შემთხვევში დაირღვა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ლევან კობერიძემ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა მისი ბიზნესკავშირები.
  • 10 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა: ჯამბულ ხოზრევანიძე, გიორგი ჭელიძე, თამარ ბელქანია, გიორგი ბარამია, ეკა ქვლივიძე, მურად მურადოვი, გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი და ანი მიროტაძე.

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი

პოლიტიკურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ სულ 6 მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს, საიდანაც ორი კანდიდატი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში: ბორის (ჩელე) ყურუა და ნიკა მოსიაშვილი.

დანარჩენი 4 კანდიდატი:

  • დაკავშირებულია 8 კომპანიასთან;
  • პოლიტიკური შემოწირულობის სახით საკუთარი პარტიისთვის გაღებული აქვს 182,051 ლარი.

სრული კვლევა იხილეთ აქ: