“ქართული მარშის” წარმომადგენლებმა გლდანში აქციაზე ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი ბანერები დაწვეს

306

“ქართული მარშის“ წევრებმა გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ოფისის წინ პლაკატები დაწვეს, რომლებზეც ნიკა მელიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო გამოსახული.

„დღეს აქ დაიწვა მიშა სააკაშვილის ფიტული და დაიწვება მისი სახელი საქართველოში. მოისპობა ის პარტია, რომელსაც ჰქვია მოღალატე, მოძალადე და ჯალათების პარტია. ორშაბათიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული მარში“ ჩავა ყველგან მარშით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი შიხიაშვილმა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.