მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა სოფელ თაზაქენდსა და ბურმაში ახალი გზის დაგების სამუშაოების დაწყების გამო, შესაწირის სახით, ცხვარი დაკლა. როვშან ისკანდაროვმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა, წერს რადიო მარნეული.
აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და გარდაბნის ოლქში “ქარული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, რამდენიმე დღის წინ ფეისბუკის გვედზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სოფელ თაზაქენდსა და ბურმაში გზის დაგების სამუშაოები იწყებოდა. აღნიშნა, რომ გზის დაგება ბურმასა და თაზაქენდში 2019 წელს მისი მერობის პერიოდში წინასაარჩევნო დაპირება იყო.