უდუმაშვილი: რეგიონებში ოპოზიციის წარმომადგენლებს უსწორდებიან… ეს არის წყალწაღებული ხელისუფლების ბოლო ამოსუნთქვა

432

პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” წყალწაღებულია და ცდილობს ხავსს მოეჭიდოს.

როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, მმართველ გუნდს ხელისუფლებაში ყოფნის 3 კვირაზე ნაკლები აქვს დარჩენილი.

“კარგად ვხედავთ, რა ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როგორ უსწორდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონებში. ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ ამომრჩეველს გადაწყვეტილი აქვს მიღებული, ამ გადაწყვეტილებას 31 ოქტომბერს გააფორმებს. ის რასაც ვხედავთ, არის წყალწაღებული ხელისუფლების ბოლო ამოსუნთქვა, რომ ხავსს მოეჭიდონ. თუმცა ეს ხავსი არის ძალიან მყიფე და მოწყდება 31 ოქტომბერს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში დიდი და ფართომასშტაბიანი აქციებია დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

“დიდი და ფართომასშტაბიანი აქციებია დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რათა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელსაც დარჩენილი აქვს 3 კვირაზე ნაკლები ხელისუფლებაში ყოფნის, დაინახოს არამხოლოდ ქართველი ხალხის ძალა, არამედ ამომრჩევლის ერთიანობა”, – განაცხადა უდუმაშვილმა.