“სტრატეგია აღმაშენებლის” ხონის რაიონულ ოფისთან უცნობმა პირებმა გიორგი ვაშაძის ბანერი დააზიანეს. ინფორმაციას მეგატვ ავრცელებს.
გია თევდორაძე მომხდარში “ქართული ოცნების” აქტივისტებს ადანაშაულებს. მისი განმარტებით, “ქართული ოცნება” აგებს და ცივილური მეთოდების სანაცვლოდ გამარჯვებისათვის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს.
ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ მოკვლევა სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.
“ქართულ ოცნებაში” ბრალდებებს უარყოფენ. როგორც მეგატვ-ს “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია.
„გივი ჭიჭინაძე ის ღირსეული ადამიანია, რომლისთვისაც ასეთი პოლიტიკური თამაში მიუღებელია. ვინ არინ, რა პარტიია რომ კონკურენტად აღვიქვამდეთ,“ – განაცხადეს ოფისში.