ქედის საკრებულო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძეგლების, ობელისკებისა და მემორიალური დაფების განთავსების წესზე მუშაობას იწყებს. გადაწყვეტილება ორშაბათს, 12 ოქტომბერს, საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ასევე საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტში ორი ტერიტორია ძენწმანსა და მახუნცეთში პირობით აუქციონზე გავა. ძენწმანში ინვესტორი გაყინული კარტოფილის საწარმოს აგებას გეგმავს, ხოლო მახუნცეთში ინვესტორს ტურისტული ობიექტის მოწყობა სურს, განთავსებული იქნება ეთნოგრაფიული კუთხე, ღია ტიპის კაფე – რესტორანი და ზიპლაინ