ბათუმში ბაქოს ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა და სტადიონის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ფარგლებში სკვერში საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდება, ასევე, დაიდგმება დეკორატიული სკამები და მოეწყობა კორდი.
სტადიონზე კი, დაიგება ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება კალათბურთის ფარი და საფეხბურთო კარი, ხოლო ირგვლივ მოეწყობა გარეგანათების სისტემა.
პროექტის ღირებულება 200 ათას ლარს შეადგენს.