ბორჯომის მუნიცოპალიტეტში, ცემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. ბეტონის საფარი გზის 1-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც ბეტონის საფარის მოწყობის პროცესი დაიწყო.
ცემში, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე გაეცნენ.