ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბი მოსახლეობას მეორადი ტანსაცმელს სთავაზობს. ინფორმაციას kvira.ge ავრცელებს.
“საკმაოდ ბევრი ხალხი მიდის ტანსაცმლის წამოსაღებად. რა თქმა უნდა, ეს წინასაარჩევნოდ, ხმების მისაღებადაა გათვლილი, აბა აქამდე რატომ არ დაურიგეს არაფერი ხალხს?! თუმცა მინდა ვთქვა, რომ ხალხის განწყობა არ შეცვლილა, “ღადაობენ” და სასაცილოდაც არ ყოფნით”, – აღნიშნავს ინგა ლოლაძე.