რა კეთდება ზუგდიდელებისთვის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2013-2020 წლების პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზეა საუბარი.
ინფრასტრუქტურა
რეაბილიტირდა, საერთო ჯამში, 185 კმ გზის მონაკვეთი;
ამ ეტაპზე ქ. ზუგდიდში მიმდინარეობს 70-მდე ქუჩის 40 კილომეტრამდე გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია;
აშენდა და რეაბილიტირდა 90-მდე ხიდი;
სრულდება ქ.ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტი, ასევე წყალმომარაგების პროექტები განხორციელდა ანაკლიასა და განმუხურში;
ზუგდიდში მიმდინარეობს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა:
ქალაქში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 54 000 ადამიანს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება;
ზუგდიდში გრძელდება წყალარინების სისტემის მოწყობა. ახალი პროექტით, წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა ზუგდიდის 8 ქუჩაზე და დამატებით 2 000-მდე ადამიანი ისარგებლებს წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით.
განხორციელდა ქ. ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის (ბულვარი) რეაბილიტაცია;
მოეწყო გარე განათების სისტემა ქალაქსა და სოფლებში;
აშენდა 779 433 გრძივი მეტრი გაზსადენი. 2021 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება საბოლოოდ დასრულდება;
2015 წლიდან საცხოვრებელი სახლი აუშენდა 117 უსახლკარო ოჯახს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 24 სახლის მშენებლობა;
ქ. ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოცხადებულია ტენდერი;
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირების საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის გამოცხადებულია ტენდერი;
7 ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულია ტენდერი;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს იგეგმება 89 პროექტის განხორციელება;
2019 წლიდან ზუგდიდის მოსახლეობას 15 ახალი ავტობუსი ემსახურება.
იგეგმება კიდევ 25 ახალი ავტობუსის შესყიდვა, შენდება ავტოპარკი.
სოფლის მეურნეობა
სახელმწიფოს მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში:
შეიქმნა 13 აგროსაწარმო;
გაფართოვდა 17 აგროსაწარმო;
შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 476 პირმა;
343 ჰა ფართობზე გაშენდა ხეხილის ბაღები;
ფუნქციონირებს 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
აგროდაზღვევის ფარგლებში 6 090-მა პირმა დააზღვია 29 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი;
14 ჰა ფართობზე დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;
დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 14 პროექტი;
„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAღ)“ თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლა 32-მა პირმა;
პროგრამით – „ახალგაზრდა მეწარმე“ დაფინანსდა 3 პირი;
აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 8 პირმა;
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით თხილის კვლევა შესაძლებელი გახდა ადგილობრივ დონეზე – ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში;
კოლხური ბზის გაშენების ხელშეწყობისთვის, სოფელ რუხში შეიქმნა სასათბურე მეურნეობა;
პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში კონსულტაცია გაეწია 1650-მდე ფერმერს;
აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა ფაროსანის ზეგავლენა მოსავლიანობაზე და რისი მეშვეობითაც წელს თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა.
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში:
მიკრო- და მცირე მეწარმეობა:
მხარი დაეჭირა 197 პროექტს;
ბენეფიციარი – 272 მოქალაქე;
ინვესტიცია – 2 მლნ ლარამდე.
სასტუმროები:
მხარი დაეჭირა 4 ახალ სასტუმროს (რეგიონს დაემატა 111-მდე სასტუმროს ოთახი);
ინვესტიცია – 11 მლნ ლარზე მეტი;
დასაქმებულთა რაოდენობა – 100-ზე მეტი ადამიანი.
საწარმოები:
მხარი დაეჭირა 4 ახალი საწარმოს შექმნას;
ინვესტიცია – 3 მლნ ლარამდე;
დასაქმებულთა რაოდენობა – 100-მდე ადამიანი.
დევნილთა მხარდაჭერა
ზუგდიდში ბინა გადაეცა 895 დევნილ ოჯახს;
ზუგდიდში მიმდინარეობს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, საერთო ჯამში, 1000-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად:
3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და ნგრევის პირას მისულ, საცხოვრებლად უვარგის შენობებში მცხოვრებ 360 ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა;
მიმდინარეობს დამატებით კიდევ 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ შეისყიდა 774 დევნილი ოჯახისათვის სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
ჯანდაცვა
2017 წელს ზუგდიდში გაიხსნა ჩ ჰეპატიტის მართვის ცენტრი; აღსანიშნავია, რომ ჩ ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა;
ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა;
ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი განთავსდა ახალ შენობაში;
ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;
სოფელ რუხში აშენდა მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიისა და აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე სოფელ ახალაბასთუმანში, ხურჩაში, ყულიშკარში, კახათსა და ინგირში აშენდა და რეაბილიტირდა ამბულატორიები;
გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.
განათლება
უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 39 საჯარო სკოლის 3496 მოსწავლე;
სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;
მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა;
რეაბილიტირდა 5 საჯარო სკოლა. მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 149 პროექტი;
ზუგდიდის 11 სკოლა აღიჭურვა ცენტრალიზებული ინტერნეტით;
„ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერებით (ლეპტოპები) აღიჭურვა 10 საჯარო სკოლა;
კომპიუტერები ასევე ურიგდებათ პირველკლასელებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, მოსწავლეთა პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და განხორციელდა 22 კურსი;
პროფესიული განათლების მასშტაბის გასაზრდელად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობს 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა;
აშენდა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი;
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიხსნა ინოვაციების ცენტრი;
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში;
აშენდა ქალაქის #2 და ახალკახათის საბავშვო ბაღები. ამ ეტაპზე ანაკლიისა და ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა; ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად, თბოიზოლაცია უკეთდება #16 საბავშვო ბაღს.
სპორტული ინფრასტრუქტურა
რეაბილიტირდა ჭადრაკის სასახლე;
მიმდინარეობს უეფას მე-3 კატეგორიის ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი;
საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში შენდება 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი. გათვალისწინებულია 2 მოედნის მშენებლობა, საერთო ჯამში, 4 ტრიბუნით;
მოედნის მიმდებარედ დაგეგმილია 60-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაც.
რეაბილიტირდა ძალოსნობისა და ძიუდოს დარბაზები;
მიმდინარეობს კრივის დარბაზის მშენებლობა;
იწყება საცურაო აუზის მშენებლობა.
სახელმწიფო სერვისები
ზუგდიდში გაიხსნა
• იუსტიციის სახლი;
• ქორწინების დარბაზი;
• სამეგრელოს რეგიონული არქივი;
სოფელ ორსანტიაში და რუხში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები;
აშენდა, კეთილმოეწყო და ტექნიკურად გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ოფისი.
საპოლიციო ინფრასტრუქტურა
რეაბილიტირდა პოლიციის 2 შენობა;
ზუგდიდსა და ანაკლიაში გაიხსნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობები;
განახლდა პოლიციის ავტოპარკი.
კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტული ობიექტები
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით რეაბილიტირდა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა კომპლექსის ე.წ. “ნიკოსეული სასახლე“;
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გაიხსნა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი;
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარეობს თეატრის რეაბილიტაცია;
სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს;
გაიხსნა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი;
2019 წელს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები – „დასავლეთ საქართველოს ცნობილი და უცნობი კულტურული მარშრუტები“ და „მოდერნის სტილის არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევა საქართველოში – გამოვლენა, აღრიცხა და შესწავლა“.