ქუთაისში ქარის წაღებული დროშა მერიამ ჩაანაცვლა

505

წინა სტატია

ქუთაისში, დროშა რომელიც, 1 ოქტომბერს  ქარმა დააზიანა, მერიამ დღეს მეორედ დაკიდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

ადგილობრივი თვითმმართველობა ნიკეაზე ქუჩაზე დროშის აღმართვას 2 წელზე მეტ ხანს ცდილობდა.

მერიის მიერ მეექვსე მცდელობაზე გამოცხადებულ  ტენდერში (NAთ190025060) შპს “ნიუ იბერიამ” გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა  დაემონტაჟებინა, თუმცა, პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.

დროშის აღმართვა ბიუჯეტს 49 959 ლარი დაუჯდა.