ქუთაისში მეექვსე მცდელობის შემდეგ დაკიდებული დროშა ქარმა წაიღო

453

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ აღმართული დროშა დაზიანდა. დღეს დილით, მოქალაქეებს დროშა აღარ დახვდათ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. 

რამდენიმე მეტრი სიგრძის დროშა ქარმა ჩამოგლიჯა. ქუთაისის მერია დროშის დაკიდებას ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე ცდილობდა.

45 მეტრი სიმაღლის დგარის აღსამართად ტენდერი ექვსჯერ გამოცხადაა. მეექვსე მცდელობაზე სამუშაოები  შპს “ნიუ იბერიამ” შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 000 ლარი დაიხარჯა.