სამგორის რაიონის გამგეობასთან “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, გამგებლის გადადგომის მოთხოვნით, აქციას მართავენ

347

წინა სტატია

სამგორის რაიონის გამგეობასთან “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, გამგებლის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქციის წევრების განცხადებით, გამგებლის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.

“როდესაც აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომელი ხარ, არ გაქვს ამის უფლება და თუ შეგეშალა, დღეს ბოდიში უნდა მოიხადო და გადადგე. თუ არ გადადგა, მივმართავ ჩვენს ქალაქის მერს, კახა კალაძე, ეს ხომ თქვენი გუნდია, თქვენ უნდა მოხსნათ ეს ადამიანი”, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისათვის, სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ გუშინ გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს სი*ები უწოდა.

„მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, – წერს სამგორის გამგებელი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ სამხარაძემ პოსტი უკვე წაშალა, თუმცა, წაშლამდე მისი ამ სტატუსის ქვეშ, კომენტარებში მერიის უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელის, სულიკო კედელაშვილის სახელით ცნობილი ნუგზარ ჭონქაძისგან კომენტარიც იყო, აქციის მონაწილეები მანაც გალანძღა.