ახალციხეში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ჩამოხიეს

452

შემდეგი სტატია

29 სექტემბერს ახალციხეში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ჩილინგარაშვილის, სააგიტაციო მასალა დააზიანეს, – ამის შესახებ “საქართველოს მედია-კლუბს” “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “საქართველოს მედია-კლუბი” საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.