შუახევში ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

1033

ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკვე შეტანილია 150 მმ დიამეტრის ლითონის წყლის მილები. მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები სხალთის მიმართულებით.

მაგისტრალის მიყვანა ზღვის დონიდან 1260 მეტრის სიმაღლიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთიდან ხორციელდება და პროექტის დასრულების შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – ფურტიოს, ბუთურაულისა და ნენიის მოსახლეობა ისარგებლებს.

29 კმ-იანი წყალსადენის პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ვლადნეფტპროდუქტის” წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს. პროექტი სამწლიანია და მისი ღირებულება ხუთ მილიონ ლარამდეა. სამუშაოები 1 ნოემბერს უნდა დასრულდეს.