„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო გუნდი წარადგინა

412

შემდეგი სტატია

„ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, სიაში მათი წარმომადგენლები რიგითობის მიხედვით არ არიან გადანაწილებული.

სიაში მოხვდნენ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები და სხვა ცნობილი სახეები. სიაში 9 ქალია.

  • გიგი უგულავა;
  • ტარიელ ნაკაიძე;
  • გოჩა გურგუჩიანი;
  • ლევან თარხნიშვილი;
  • ზურაბ ჩილინგარაშვილი;
  • არსენ კარაპეტიანი;
  • აჰმედ იმამყულიევი;
  • ირინე აფხაზავა;
  • გიორგი კანდელაკი;
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი;
  • მაია კაციტაძე;
  • გიორგი ღვინიაშვილი;
  • სერგო რატიანი;
  • ელენე ოზაშვილი;
  • მალხაზ პატარაია;
  • ირაკლი კიკნაველიძე;
  • მარიამ რამინაშვილი;
  • ოთარ კახიძე;
  • ირაკლი აბესაძე;
  • ლელა ქებურია;
  • გიგა ბოკერია;
  • აკაკი ბობოხიძე;
  • ნინო გოგუაძე;
  • ზაზა კედელაშვილი;
  • ზურაბ ბუცხრიკიძე;
  • ირმა ნადირაშვილი;
  • გიგი წერეთელი;
  • სერგი კაპანაძე;
  • ხათუნა გოგრიშვილი;
  • ტარიელ ნაკაიძე;
  • არმაზ ახვლედიანი;
  • ელენე ხოშტარია;
  • შალვა შავგულიძე;
  • დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძის განცხადებით, რომ პარტიული სიის დაკომპლექტების ძირითადი პრინციპი არის პარტიული კონკურენცია. მისი თქმით, პარლამენტში მოხვდებიან სიიდან ყველაზე “ღირსეულები”, ვისაც აირჩევს ხალხი.

“ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრების მიხედვით, იმიტომ, რომ ეს არის პარტია „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ ის პარტია, სადაც ერთი, ორი, ან ხუთი ადამიანი წყვეტს, ვინ უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან. ჩვენ ვართ პარტია, სადაც ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩევლის და ხალხის აზრი. ამიტომ, ძირითადი პრინციპი ჩვენი პარტიის დაკომპლექტების, ეს არის პარტიული კონკურენცია. ეს ადამიანები, ეს გუნდი და კიდევ ბევრი სხვა, იბრძოლებს ყველგან, თითოეულ ოლქში, თოთოეულ უბანში, თითოეულ რაიონში და პარლამენტში გავლენ მათგან ყველაზე ღირსეულნი, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი, ვისაც მხარს დაუჭერს მოსახლეობა, ვისი ხილვაც თქვენ მოგინდებათ პარლამენტში, ის იქნება თქვენი დეპუტატი და არა ის, ვისაც გადაწყვეტს კაბინეტში შეკეტილი ერთი, ან ორი ადამიანი,“ –  განაცხადა დავით ბაქრაძე.