“ევროპული საქართელო” პრემიერმინისტრობის კანდიდატს არ ასახელებს

535

წინა სტატია

“ევროპულმა საქართველომ” საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატი არ დაასახელა. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მათი გუნდის მთავარი მიზანი არა თანამდებობების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებები და ხალხზე ზრუნვაა, ამიტომაც მთავრობის მეთაურის კანდიდატურას არ ასახელებენ.

ბაქრაძე ამბობს, რომ “ევროპულ საქართველოს” აქვს ამბიცია მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში წამყვანი ძალა იყოს:

ჩვენი გუნდის ამბიციაა, მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში ჩვენ ვიყოთ წამყვანი ძალა, შემოვიტანოთ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები, მოვაგვაროთ პრობლემები და ქვეყანა წინ წავიყვანოთ, მაგრამ ჩვენი გუნდის ამბიცია არ არის, რომ გავინაწილოთ სკამები და ვიზრუნოთ პოლიტიკოსების კეთილმოწყობაზე და არა ხალხის. ჩვენი შეგნებული არჩევანია, რომ ეს არჩევნები მივუძღვნათ საქართველოში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანის კეთილდღეობას და არა რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ სკამების განაწილებას. ამიტომ არ ვასახელებ დღეს პრემიერობის კანდიდატს – ამბობს დავით ბაქრაძე

“ევროპულმა საქართველომ” დღეს საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა, თუმცა არა რიგითობის მიხედვით.