ბოკერია: ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, არ გამორიცხავს იმ მანიპულაციების არსებობას, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია

454

ვწუხვართ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვერ შევძელით ყველამ ერთად, რომ იმხელა აქტივობა ყოფილიყო, ეს ყველაფერი გადაგვეფარა და გადაგველახა, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, არ გამორიცხავს იმ მანიპულაციების არსებობას, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

მისი თქმით, დასკვნაში გარკვევით წერია, რომ რესურსებში უზარმაზარი განსხვავებაა, იყო დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ყველა ამ უპირატესობის არალეგიტიმურად გამოყენება.

„დასკვნაში გარკვევით წერია, – რესურსებში უზარმაზარი განსხვავება, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ყველა ამ უპირატესობის არალეგიტიმურად გამოყენება. ამ პირობებშიც კი ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებით ბათუმში, ქუთაისში, როგორ ახლოს იყო მაჩვენებლები და დინამიკა როგორი არის საზოგადოების მობილიზების, მაგრამ ვწუხვართ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვერ შევძელით ყველამ ერთად, რომ იმხელა აქტივობა ყოფილიყო, რომ ეს ყველაფერი გადაგვეფარა და გადაგველახა. ეს უნდა იყოს და არის ჩვენი ამოცანა ” , – განაცხადა ბოკერიამ.