მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სარწყავი არხების გაწმენდის/რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.
მარნეულის ტერიტორიაზე შიდა სარწყავი არხების გაწმენდის/რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი მერიამ 12 ოქტომბერს გამოაცხადა, ხოლო, მისი ღირებულება კი 81 273 ლარია.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 29 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.