“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალა უდუმაშვილი, ამბობს, რომ პარტია წყვეტს, ნებისმიერ დისკუაში მონაწილეობას, სადაც ოპოზიცია ერთმანეთს, როგორც თვითონ ამბობს, “ტალხს ესვრის” ან შეურაცხყოფაზეა აგებული. ამის შესახებ უდუმაშვილმა გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.
უდუმაშვილმა განცხადება ოპოზიციასთან დებატების შეწყვეტის შესახებ, პარტიის სახელით გააკეთა.
“ოპოზიცურ პარტიებს შორის ტალახის სროლა არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი, არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ მთელი იმ პროცესისასთვის, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ვგულისხმობ წინასაარჩევნო კამპანიას. მე ვფიქრობ, ხალხიც და ჩვენი ამომრჩევეიც ძალიან ღიზიანდება ამ ყველაფრის მოსმენით. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაკვეთა და ეს დაკვეთა ის კი არ არის, მოსახლეობამ ყოველდღე უცქიროს როგორ ხოცავენ ერთმანეთს ოპოზიცური პარტიები, არამედ მოსახლეობის დაკვეთაა, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავალზე და განვითარებაზე.
ოპოზიციურ პარტიებს ნამდვილად არ მივიჩნევ ოპონენტებად , ჩვენი ოპონენტი არის ბიძინა ივანიშივლი და ქართული ოცნების რეჟიმი, რომელიც უნდა დავამარცხოთ, რაც შეეხება ოპოზიცურ პარტიებს, მე მათ განვიხილავ, როგორც ჩვენს მომავალ მოკავშირეებს, ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. რასაკვირველია, განსხვავებული აზრი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა შევეჯიბროთ ერთამენთს ჩვენი პროგრამებით და არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფები, ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ და თუნდაც, ის შეურაცხყოფა, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, დაუმსახურებლად, არ ვთვლი, რომ მე ამაზე უნდა ჩავიციკლო.
ასე, რომ ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვწყვეტთ ნებისმიერ ასეთ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი მთელი წინასაარჩევნო პროცესისა და იმ საერთო მიზნის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გასტუმრება ქვია 31 ოქტომბერს,” – თქვა უდუმაშვილმა გადაცემაში “მთავარი აქცენტები”
უდუმაშვილი ამბობს, რომ დებატები უნდა შედგეს ოპოაზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის, და სწორედ იმიტომ, რომ მმართველმა პარტიამ, როგორც პოლიტიკოსი ამბობს, “თითი არ იშვიროს” ოპოზიციისკენ, საჭიროა, ოპოზიცურ დებატებში მონაწილეობის შეწყვეტა.
ზაალ უდუმაშილმა ასევე არჩვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახლა არის შანსი, ქვეყანა ამოვიდეს ” იმ ჭაობიდან, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა 8 წლის განმავლობაში ჩააფლო”.