ბოლნისში, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ერთი პირი მარნეულის „ავერსის“ კლინიკაშია მოთავსებული.
მორიგე ექიმის, ნინო გოგოძის განცხადებით, პაციენტს თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა აქვს.
ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.
“პაციენტი შემოვიდა თვითდინებით, მას თავის არეში ღია ჭრილობა აღენიშნებოდა. ჭრილობა დამუშავდა, გაიკერა, გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტი შემოყვანის დროს კონტაქტური იყო, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. მკურნალობას განაგრძობს ნერვოლოგიურ განყოფილებაში. ჭრილობა სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ნინო გოგოძემ.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
როგორ შსს-ში განაცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.