სიღნაღში ბულვარის რეაბილიტაციაზე 300 000 ლარამდე დაიხარჯება

1192

ქალაქ სიღნაღში ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

პროექტის მიხედვით, პარკი მთლიანად განახლდება. დაიდგმება ახალი სკამები და ურნები. დამონტაჟდება განათება. გაზონები ბუნებირვი მულჩით გალამაზდება და გამწვანდება სკვერი. გმირთა მემორიალს კი რესტავრაცია ჩაუტარდება.

პარკის შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსი და მათთვის ადაპტირებული სასმელი წყლის ფანტანი მოეწყობა. პროექტზე 300 ათას ლარამდე დაიხარჯება.