კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში არსებული სკვერი სრულად განახლდა

480

კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში არსებული სკვერი სრულად განახლდა.

პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყო LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები. ასევე, სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდა და ტრენაჟორები დამონტაჟდა.

სკვერის რეაბილიტაციისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 53 131 ლარი დაიხარჯა.